მადონამ ინსტაგრამზე, პირველად გამოაქვეყნა ოჯახური ფოტო - ვარსკვლავის დაბადების დღეზე, ექვსივე შვილი შეიკრიბა

14:56 08-21-2017
688

 

16 აგვისტოს, ცნობილი მომღერალი მადონა. 59 წლის გახდა. დაბადების დღეს ვარსკვლავი, იტალიაში, სალენტინას ნახევარკუნძულზე, ქალაქ ლეჩაში, 2 დღის განმავლობაში აღნიშნავდა. 

ამ  საიუბილეო დღეს, მომღერლის ექვსივე შვილი, როგორც ბიოლოგიური, ასევე ნაშვილები, ერთად შეიკრიბა  -  20 წლის ლურდესი, 17 წლის როკო, 11 წლის დავითი და მერსი და 4 წლის ტყუპები, სტელა და ესტერი.

გუშინ, ვარსკვლავმა, ინსტაგრამზე პირველად გამოაქვეყნა, ოჯახური ფოტო, სადაც, მისი, ექვსივე შვილია აღბეჭდილი. 

ფოტომ, მადონას კოსტიუმირებულ საღამოზეა გადაღებული, რამაც სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა. 

შეგახსენებთ, რომ მადონას, პირველი ქალიშვილი, ლურდეს მადონა, კუბელი ფიტნეს-მწვრთნელის, კარლოს ლეონისგან შეეძინა. პირველი ქორწინებიდან, რეჟისორ გაი რიჩისგან, შეეძინა ვაჟი, როკო.

განქორწინებამდე, ცოტა ხნით ადრე, მათ მალავიდან, დევიდ ბანდი იშვილეს, 2009 წელს კი, მადონამ, მალაიდან გოგონა, მერსი მადონა წამოიყვანა და შვილად აიყვანა. 2017 წლის თებერვალში, მომღერალმა მალაიდან ჩამოიყვანა ტყუპები, სტელა და ესტერი, რომელიც ასევე იშვილა. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე