ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს კოჭი არეში ტრავმა მიიღო. აღნიშნულის გამო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შესაძლოა აკროპოლისის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა ვერ მიიღოს.
აღნიშნულის შსესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
ნაკრების მტავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის განცხადებით, ამ მომენტისთვის, ტრავმა საშუალო სიმძიმისაა და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, გაემგზავრება თუ არა ზაზა საბერძნეთში.