პოლიციამ ბარსელონას ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილის ლიკვიდაცია დაადასტურა

21:47 08-21-2017
169

კატალონიის პოლიციამ დაადასტურა, რომ ქალაქ სუბირატსში ლიკვიდირებული პირი ბარსელონის ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილია.

"ვადასტურებთ, რომ სუბირატსში ლიკვიდირებული კაცი იუნეს აბუიაკუბია, რომელიც ბარსელონას ტერაქტის შემსრულებელია"- ნათქვამია Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. 

სპეცოპერაცია ბარსელონას ახლოს, სუბირატის რაიონში ჩატარდა. როგორც ცნობილი გახდა, 22 წლის იუნეს აბუიაკუბს „შაჰიდის ქამარი“ ეკეთა. ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ცნობა, რომ ის დააკავეს. 

ეთნიკურად მაროკოელი აბუიაკუბი 17 აგვისტოს ბარსელონაში განხორციელებული სისიხლიანი თავდასხმის ეჭვმიტანილი იყო. პოლიცია მის დასაკავებლად ანტიტერორისტულ რეიდებს ქვეყნის მასშტაბით ახორციელებდა. ლა რამბლაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა.