ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს - ზურაბ ალავიძე

23:40 08-21-2017
162

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ბორჯომის ხეობაში იმყოფება, სადაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, 
ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, თუ ამის საჭიროება იქნება, ალავიძის თქმით, ევაკუაცია აუცილებლად მოხდება.

"რაც შეეხება ახალ კერებს, ტერიტორიაზე მუშაობს ცოცხალი ძალა, თუმცა რელიეფიდან გამომდინარე ჭირს ტექნიკის მიყვანა.
ადგილზე პრემიერ-მინისტრს ველოდებით და საგანგებოდ შექმნილ შტაბში თათბირი გაიმართება", - აღნიშნა ალავიძემ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე