ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი, ევროპის ჩემპიონია
კიდევ ერთხელ გვასახელა ქართული ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა! უბერებელი ჩემპიონი, ბარსელონაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 65+ ასაკის ქალთა შორის პირველ ადგილზე გავიდა 9-დან 5,5 ქულით. მეორე ადგილზე ელენა ფატალიბეკოვა (რუსეთი) განთავსდა 4,5 ქულით, ხოლო მესამეზე ირინა კაბანოვა (რუსეთი) - 3 ქულით.
ვერცხლის მედალი დაისაკუთრა ამავე ასაკის ვაჟთა შორის მოასპარეზე თამაზ გიორგაძემ - 7 ქულით. ქართველი დიდოსტატი ნახევარი ქულით ჩამორჩა ნილს-გუსტაფ რემანს (შვედეთი). ხოლო, მესამეზე 6,5 ქქულით ევგენი ვასიუკოვი (რუსეთი) განთავსდა.
ჩემპიონატის ტექნიკური შედეგები:
50+ ვაჟები:
1.კარენ მოვსისიანი (სომხეთი) – 7 ქულა;
2.ევგენი კალეგინი (რუსეთი) – 6,5 ქულა;
3.გენადი ტუნიკი (რუსეთი) – 6,5 ქულა......9.ზურაბ სტურუა - 5,5, ქულა;
50+ ქალები
1.გალინა სტრუტინსკაია (რუსეთი) – 7 ქულა;
2.ელვირა ბერენდ (ლუქსემბურგი) - 6,5 ქულა;
3.მარინა ასეევა (რუსეთი) - 6 ქულა...
9.ციალა ქასოშვილი - 4,5 ქულა.
წყარო: gcf.org.ge/ka