თაკო ნაცვლიშვილი ეფექტურ დიეტას ამხელს

13:33 08-22-2017
5199

მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, რომ გურმანია, უჭირს გემრიელ საკვებზე უარის თქმა და ფორმის შენარჩუნებისთვის დიეტებს დედა უწესებს. „ახლა 181 სმ და 55 კილოგრამი ვარ. გურმანი გახლავართ, ვგიჟდები ჭამაზე. სულ ჭამაზე მეფიქრება. რომ ვიძინებ, ერთი სული მაქვს, გავიღვიძო, რომ ვჭამო. კუჭის მონა ვარ. დიეტებს დედა მირჩევს. ყველაზე ეფექტური დიეტა მაინც ყავის, თაფლისა და კონიაკის კომბინაციაა. სამი დღის განმავლობაში სამ კილოგრამს იკლებ. ამ დღეების განმავლობაში მხოლოდ ჩაი შეგიძლია მიიღო“, – აღნიშნა თაკომ ეკა ხოფერიას ტოქშოუში. 

თაკომ თავისი საიტიც აამოქმედა, სადაც დაინტერესებულ მკითხველს სილამაზის რჩევებსაც უზიარებს. ერთ-ერთი ასეთი რჩევა ახლახან გააზიარა, თაკო წერს: „გაგიმხელთ ჩემს პატარა საიდუმლოს, როგორ დაწვათ ცხიმი და ზედმეტი კალორია.

ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორ ვინარჩუნებ ფორმას. პირველი მიზეზი გენეტიკაა, დედაჩემიც მუდმივად ფორმაშია, მეორე – ფიზიკური დატვირთვა, ყოველდღიურად 5 კილომეტრს გავდივარ ფეხით, გარდა ამისა, ვსვამ 3-4 ლიტრს წყალს.

მაგრამ დღეს დიეტებსა და ფიზიკურ დატვირთვაზე კი არ ვილაპარაკებ, გაგიმხელთ ჩემს პატარა საიდუმლოს იმის შესახებ, როგორ უნდა დაწვათ ცხიმი და კალორიები. თუკი შევამჩნიე, რომ 1-2 კილო მაქვს მომატებული, ამ რეცეპტს ვიყენებ, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ თვეში ერთი კვირა, რადგან შესაძლოა, კუჭზე პრობლემები შეგიქმნათ, მაგალითად, გამოიწვიოს გასტრიტი.

ჩემი რეცეპტისთვის კი დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

1. ნახევარი ლიმონი

2. მწვანე ჩაი, უმჯობესია არა პაკეტის

3. ერთი გრეიფრუტი

კარგი იქნება, თუკი ამ რეცეპტს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ გამოიყენებთ, მანამდე თქვენი ბოლო ჭამიდან ორი საათი მაინც იყოს გასული. საღამოს ერთი გრეიფრუტი მიიღეთ, ნახევარი საათის შემდეგ დალიეთ მწვანე ჩაი, რომელშიც წინასწარ ნახევარ ლიმონს ჩაწურავთ. ეს სინთეზი ცხიმის დაწვას ადვილად უმკლავდება“, – აღნიშნავს მოდელი.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი