აზერბაიჯანის სახანძრო-სამაშველო კოლონა - "ასეთ მომენტებში ჩანს, ნამდვილი მეგობარი ერი და მეგობარი ქვეყანა"

11:21 08-23-2017
32634

სოციალური ქსელების ერთ-ერთი მომხმარებელი, ლევან ლაზარიაშვილი, ფეისბუკის გვერდზე, აზერბაიჯანის სამაშველო სახანძრო კოლონის ფოტოს და პოსტს აქვეყნებს, რომლებიც საქრთველოსკენ მოემართება::

"როგორც აზერბაიჯანელი მეგობრებისგან მივიღე ინფორმაცია, მთელი სამაშველო ტექნიკის კოლონა მოდის საქართვრლოს მიმართულებით ! დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, 30 სახანძრო-სამაშველო მანქანა, გადმოკვეთს საზღვარს.
საერთოდ ასეთ მომენტებში ჩანს, ნამდვილი მეგობარი ერი და მეგობარი ქვეყანა. მადლობა მათ!  გადაგვეხადოს კარგ საქმეებში"

- წერს სოციალურ ქსელში, ლევან ლაზარიაშვილი.. 

ავტორი: რუსა ღვანიძე