სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ყავის საამქროში, ფალსიფიცირების ნიშნები აღმოაჩინა

13:04 08-23-2017
283

 ყავის გადამამუშავებელ ერთ-ერთ საწარმოს დახურვასთან დაკავშირებით,:სურსათის ეროვნული სააგენტო, განცხადებას არცელებს,  

"სურსათის ეროვნული სააგენტოს, თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა, ყავის გადამამუშავებელ საწარმო „კოფი გრუპს“, საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

 სააგენტოს მიერ ჩატარებული ინსპექტირებისას საწარმოში, 11 არაკრიტიკული და 9 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც ბიზნეოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა. 

აგრეთვე, გამოვლინდა სავარაუდო ფალსიფიცირების ნიშნები. ინსპექტრირებისას, საწარმოში, სხვადასხვა დასახელების (როგორც ხსნადი, ასევე მარცვლები) ყავასთან ერთად აღმოჩნდა 235 კგ მოხალული ბარდა.

საწარმოში, ადგილზე ხდებოდა, როგორც ბარდის, ასევე ყავის მარცვლების მოხალვა, მისი შემდგომი დაფქვის და სავაროდოდ გადარევის მიზნით". წერენ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე