ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი პორტუგალიის საზღვრის სიახლოვეს, გალისიის რეგიონში, მონტერეისთან გაჩნდა.
"პირველი არხის" ინფორმაციით, სტიქიის გამო ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, ავტომაგისტრალი გადაეკეტა. ევაკუირებულია 300 ადამიანი. დამწვარია 20 ჰექტარის ფართობის ტერიტორია. ხანძრის გამო ქალაქ ვერინსა და ახლომდებარე სოფლებში რამდენიმე საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
ესპანეთის მეზობელი პორტუგალია უკვე ორი კვირაა ძლიერ ხანძრებს ებრძვის. ესპანეთმა მის დასახმარებლად ვერტმფრენები გაგზავნა. ივნისში პორტუგალიაში ტყის ხანძარს 63 ადამიანი ემსხვერპლა.