დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ესპენეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება. ამის შესახებ El Pais-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ჯიჰადისტებმა სოციალურ ქსელში ვივეო გაავრცელეს, სადაც ისინი ესპანეთს ემუქრებიან.
შეგახსნებთ, რომ ბოლო მონაცემებით, 17 აგვისტოს, ბარსელონაში, მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 15 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი. ინციდენტი რამბლას ბულვარზე მოხდა , რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს, ფურგონი ხალხში შეიჭრა.