თაკო ნაცვლიშვილი Victoria's Secret-ის ფინალურ ჩვენებაზე ვერ მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თაკოს დედა, ნინო ცქიტიშვილი ავრცელებს.
"მეგობრებო, თაკო Victoria's Secret-ის შოუს სამწუხაროდ წელს ვერ შეუერთდება. არ იყო ადვილი ამ დღეების განმავლობაში მოლოდინის რეჟიმში ყოფნა. მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვედექით და გვგულშემატკივრობდით", - წერს ნინო ცქიტიშვილი.
მისი თქმით, მიზანი უკვე არსებობს და ამ მიზნისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. თაკოს წარმატება კი, მთელი საქართველოს წარმატება იქნება.