ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს, რომელსაც უმოკლეს დროში ჩააქრობენ - სუს-ი

14:30 08-24-2017
86

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები მიმდინარეობს. როგორც "პრაიმტაიმს", - სუს-ში განუცხადეს, ოკუპირებულ ტერიორიტიაზე ადგილი აქვს მცირე ზომის ხანძარს, რომელსაც საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ.

უწყებაში აღნიშნეს, რომ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები. ასევე, ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიორიტიაზე ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს, რომელსაც საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ“, - განაცხადეს სუს-ში. 

სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორჭოსანის ბაზაზე რუსი ოკუპანტები გააქტიურდნენ, გამოიყვანეს გარკვეული ტექნიკა, იყო სროლა, რის გამოც ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე