თბილისის მერობოს დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი უარს ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის შეთავაზებაზე.
”ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოთქვა მზადყოფნა, რომ ალეკო ელისაშვილს უმოკლეს ვადაში 10 000 ხელმოწერის შეგროვებაში დაეხმმაროს.
შეთავაზებას უარით ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ლაშა მესხის მეშვეობით უპასუხა.
თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს ცესკო-მ მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის 10 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვებას სთხოვს. ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც ცესკოში განმარტავენ, ელისაშვილმა მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.