სოფელ არდაგანში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე განცხადებას აკეთებს. მისი თქმით არდაგანის სასაფლაოზე მობილიზებულია მაშველების ჯგუფი, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისტვის, რომ ცეცხლი სასაფლაოზე არ გავრცელდეს.
"იმისათვის, რომ ცეცხლი არ გავრცელდეს სასაფლაოზე, მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი. ამას გარდა მობილიზებული არიან აზერბაიჯანელი კოლეგებიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოებში ჩაერთვებიან", - ამბობს სირაძე.
ბორჯომის ხეობაში არდაგანის სასაფლაოებთან ცეცხლი კვლავ აალდა. ცეცხლი მთის ქვედა ფერდობზე ჩამოვიდა და მიაუახლოვდა სასაფლაოებს. ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრი სწორედ არდაგანია.