კონსტუტიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ფოტოკოლაჟი

10:38 08-25-2017
107

კონსტიტუციის დღე ქვეყანაში უკვე მესამე წელია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით აღინიშნება.

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, კონსტიტუციის დღის აღნიშვნის მიზანია ის, რომ კონსტიტუცია გახდეს ცოცხალი დოკუმენტი მოქალაქეებისთვის.

"საკმაოდ დიდი ღონისძიება იყო დაგეგმილი, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, რომელიც ბორჯომის ხეობაში ხანძარს უკავშირდება, ეს ღონისძიება გადაიდო, მაგრამ მცირე ღონისძიებები მაინც შედგა", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

კონსტიტუციის ქუჩაზე ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა კონსტიტუციასთან დაკავშირებული ისტორიული, საარქივო მასალების გამოფენადაეთვალიერებინა, ადამიანის უფლებების შესახებ სტუდენტების მიერ მომზადებულ პერფორმანსს დასწრებოდა, ახალგაზრდა მუსიკალურიჯგუფების სხვადასხვა კომპოზიციები მოესმინა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ანა მარგველაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი დაპრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

 

 

 

 

ავტორი: ლიზი არსოშვილი