სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების ვინაობა ცნობილია. სია დღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გაასაჯაროვა.
მისი ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობას - იოსებ ბაჩიაშვილი, ლალი ფაფიაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ოთარ სიჭინავა, ირაკლი ადეიშვილი, თამარ ალანია, ლუიზა ხითარიშვილი, კონსტანტინე კორკელია და ნინო ბაქაქური იღებენ.
თავად იუსტიციის სამინისტროში კანდიდატების სიას ამ ეტაპზე არ ავრცელებენ. სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი კანდიდატებიდან ხვალ, სპეციალურ სხდომაზე ხუთ კანდიდატს შეარჩევენ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 24 აგვისტოს, 00:00 საათზე დასრულდა.