"თუ თქვენს გვერდით მამყოფებთ, აუცილებლად გამომიშვებს ხანძრების ჩასაქრობად" - 12 წლის ბიჭის წერილი ქაცარავას

15:18 08-25-2017
1708

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში დავით ქაცარავას სახელი ხშირად ჟღერს, საოკუპაციო ხაზთან პროტესტის გამოსათქმელად დაბანაკებულმა ბორჯომში ხანძრის გამო გადაინაცვლა. ამჯერად თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო მის კედელზე გამოქვეყნებულ პოსტზე, რომლის ავტორიც 12 წლის ილიაა, ის დათოს ხანძრის ჩასაქრობად წაყვანას სთხოვს.

„მე ილია ვარ. 12 წლის. მამა არ მყავს, თორემ მას ვთხოვდი დახმარებას. ჯერ არდადეგები მაქვს. ხვალ ყვარელში მივდიოდით მე და დედა. არ წავალ.
დავდივარ ფეხბურთზე, დავდიოდი კარატეზე. სუსტი არ ვარ. დედას უკვე შევუთანხმდი.
თვითონაც მთელი ომი აქვს გავლილი. 
მითხრა, რომ თუ თქვენს გვერდით მამყოფებთ, აუცილებლად გამომიშვებს ხანძრების ჩასაქრობად.
რამდენიმე კვირის უკან ჩემს ვენახშიც გააჩინეს ხანძარი. ძალიან გავმწარდი. გთხოვთ, წამიყვანეთ ცეცხლის ჩასაქრობად. დამიჯერეთ, აუცილებლად გამოგადგებით.
გელოდებით“.

ამ ამბით აღფრთოვენანებული დათო ილიას საჯარო მადლობას უხდის:

„ილო!!! შენ ხარ კაცი!!!!!
მავსებს ემოცია და ვგრძნობ, ვხვდები, რომ ეს ქვეყანა გადარჩება!!!! 
ბედნიერი ვარ და მადლობა, რომ ხარ!!!!
შენმა სიტყვებმა შემმატა მხნეობა და ძალა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბრძოლას აქვს აზრი!!!!
მიგულე შენს მეგობრად და თანამებრძოლად!!!!
ძალა ერთობაშია და შენ ეს იცი!!!!!
იმედია, უფროსი თაობა ბევრ რამეს ისწავლის შენგან!!!“
 

ავტორი: ლილუ მიროტაძე