ცნობილი მოდელი, 31 წლის ირინა შეიკი, უკვე კვირაზე მეტია, რაც სტუმრად, რუსეთის დედაქალაქში იმყოფება.
"peopletalk.ru"-ს წყაროს ინფორმაციით, მან უკვე მოახერხა, წითელ მოედანზე და რუსულ აბანოშიც გასეირნება და რაც მთავარია, რუსული სამზარეულოს დაგემოვნება, მიუხედავად იმისა, რომ მოდელი, მკაცრ დიეტაზე იმყოფებოდა.
მას შემდეგ, კი, რაც ირინა, სიბაიში(ქალაქი ბაშკირეთის რესპუბლიკაში), ბებიას, ნინა თეოდორეს ასულს, სტუმრად ეწვია, ფოტოზე გამოსახული, ბებოს კულინარული შედევრებით თუ ვიმსჯელებთ, მოდელს, ნაკლები შანსი რჩება, წონის კორექსიისთვის.
შეიკმა, საყვარელ ბებოსთან ერთად, ცოცხალი ქათმებით ხელში, ფოტო გადაიღო!
მოდელმა, იმ სუფრის ფოტოც კი გადაიღო, სადაც, ნინა ბებოს კულინარული შედევრები, სოკო, სალათი და ღვეზელია გამოსახული, რითაც ნინა თეოდორეს ასული, ირინას გაუმასპინძლდა
ფიქრობენ, რომ მოდელი, ბებიასთან სტუმრობის შემდებ, ჩელიაბინსკში, დედას და დას ეწვევა
შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკი, ჩელიაბინსკის ოლქში, კაზაკთა სოფელში, ემანჟელინსკში დაიბადა. ამჟამად, მოდელი აშშ-ში, ბოიფრენდთან, ბრედლი კუპერთან და ქალიშვილთან, ლეისთან ერთად ცხოვრობს.
უცნობია, ამ ეტაპზე სად იმყოფება მისი პატარა ქალიშვილი, ლეი, რომელიც შეიკს, 2017 წლის გაზაფხულზე შეეძინა.