ბორჯომში ვითარება სტაბილურია

16:40 08-25-2017
114

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, დღეს ბორჯომის ხეობაში საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა მეხანძრე მეხანძრე მაშველები და სამხედროები მუშაობას 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობში გაიჭრა 12 კილომეტრამდე გზა და დამატებით 1000 სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში. 

"ცოცხალი ძალის დამატება დაგვჭირდა, რომ ვერტმფრენების ეფექტური მუშაობის შემდეგ წვრილ-წვრილი კერები დაამუშაონ. ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას. ვფიქრობთ, რომ უახლოეს დღეებში პრობლემა მოგვარებული იქნება", - განაცხადა მღებრიშვილმა. 

მან დივერსიის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ.

"წინასწარ ვერსიებზე ნუ ვილაპარაკებთ დავაცადოთ გამოძიებას, ისევე როგორც ხანძრის ქრობის პროცესი მიმდინარეობს ინტენსიურად გამოძიებაც ინტენსიურად მიმდინარეობს", - განაცხადა მინისტრმა. 

რაც შეეხება ამ დროისათვის არსებულ ვითარებას, ბორჯოში ხანძრის გავრცელებას ადგილია რ ჰქონია მიუხედავად ქარის გაძიერებისა.

 

ავტორი: