ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის საგამოძიებო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს - გიორგი მღებრიშვილი

10:40 08-26-2017
121

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით მიმდინარეობს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის  ზარალის დათვლა, ამის პარალელურად კი აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი და მინისტრის თქმით, ყველა გარემოება იქნება შესწავლილი. 

„ყველა კერა ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია. პატარა კერების დამუშავება მიმდინარეობს ცოცხალი ძალით. ჩვენ ადგილზე ვრჩებით და კოორდინირებულად, სრული დატვირთვით ვაგრძელებთ მუშაობას. ადგილზე რჩება ავიაცია. ადგილზე რჩება ტექნიკა. დღეს, ძირითადად, ცოცხალი ძალით არის სამუშაო. მინდა ყველა სამსახურს დიდი მადლობა ვუთხრა. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მაღალი ხარისხი. მადლობა მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბოლო წუთამდე მეტყევეებისა და მეხანძრე-მაშველების გვერდით იდგა. ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს და ყველა ადგილზე ვრჩებით“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.