აშშ-ის საელჩომ ორჯომის ხეობაში მომუშავე მეხანძრეებს ცეცხლგამძლე ფეხსაცმელები გადასცა

12:51 08-26-2017
123

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ბორჯომის ხეობაში მომუშავე მეხანძრეებს 500 წყვილი ცეცხლგამძლე ფეხსაცმელი საჩუქრად გადასცა.

თბილისის რაიონულ სამაშველო  სამსახურში, საჩუქრის გადაცემის ცერმონიაზე ამერიკის ელჩის მოადგილე ელისაბეტ რუდი იმყოფებოდა.

როგორც მან აღნიშნა მაშველებმა მიმდინარე დღეებში ბორჯომის ხეობაში გმირულად იმუშავეს და საჩუქარი მადლიერების ნიშნად გადასცეს. 

ელისაბეტ რუდის თქმით, აშშ-ის საელჩო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მომავალშიცგაუწევს დახმარებას