როგორც იქნა გაირკვა, რატომ დაარქვეს ბიონსემ და ჯეი ზიმ ტყუპებს უცნაური სახელები

14:18 08-26-2017
569

ცნობილია, რომ, 2017 წლის ივნისში, ბიონსე და ჯეი ზი, მეორედ გახდნენ მშობლები. წყვილს, ტყუპები შეეძინათ, რომლებსაც რუმი და სერ კარტერი დაარქვეს. შეგახსენებთ, რომ მათი პირველი შვილი, 5 წლისაა და მას ბლუ-აივი ჰქვია. 

ტყუპების უცნაურმა და სასაცილო სახელებმა, სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება გამოიწვია. განსაკუთრებით დასცინოდნენ, ერთ-ერთი ტყუპის სახელს - სერს. ვერ გაარკვიეს, რა მიზეზით დაარქვეს ეს სახელი. 

გაირკვა, რომ რუმი, სპარსი პოეტის, რუმის, ხოლო სერი, კარტერის საპატივცემლოდ დაარქვეს. 

გუშინ, ჯეიმ, რადიო "Rap Radar"-ის ეთერში, ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა:

 "პოეტის შემოქმედებაში მთავარი თემა, როგორც ღმერთის, ასევე ადამიანის  გონება, სიკეთე და სიყვარულია" - ამბობს ჯეი.

აღსანიშნავია, რომ,  პოეტს, ღმერთთან მისასვლელ გზაზე მუსიკის, პოეზიისა და როკვის გამოყენების მთელი არსებით სჯეროდა. მისი აზრით, მუსიკა ღვთისმოსავებს მთელი არსება ღმერთისკენ მიემართათ და ეს იმდენად ხშირად გაეკეთებინათ, რომ სული დაცემულიყო და ამაღლებულიყო. 

სპარსი პოეტი, რუმი, საყოველთაო სიყვარულის არსს, დაწვრილებით ხსნის:

„მიზეზი სიყვარულისა ცალკეა სხვა მიზეზთაგან,

სიყვარული ჭოგრიტია ღვთაებრივი საოცრების.“ 

საინტერესოა, რომ რუმის საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტი ნეი (ლერწმის სალამური) იყო. რუმის,პროზაულ სტილში,ეპისტოლეები, საუბრები და ქადაგებები აქვს დაწერილი.

"რუმი ჩვენი საყვერელი პოეტია და სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, იმისა, რომ გოგონას რუმი დავარქვით,  სერს, კი, თავი ისე უჭირავს, როგორც ნამდვილ კარტერს და ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს სახელი დაგვერქმია" - აცხადებს ჯეი ზი.

ავტორი: რუსა ღვანიძე