მონიკა ბელუჩი შეყვარებულია - " ნაოჭიანი მამაკაცი, უფრო საინტერესოა - პირადი ცხოვრების ახალი ერა იწყება"

17:16 08-26-2017
1768

მსოფლიო კინემატოგრაფიის ბრწყინვალე ქალბატონი, იტალიელი მსახიობი და მოდელი, მონიკა ბელუჩი, 3 წლის წინ დაშორდა მსახიობ, ვინსეტ კასელს და მას შემდეგ, წლებია, რაც  პირადი ცხოვრების შესახებ, კომენტარს არ გაუკეთებია.

მისი ცხოვრება, დიდი ხანია გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ მონიკა,  2013 წელს, მსახიობ ვინსენ კასელს დაშორდა. მას შემდეგ, მსახიობი, ამ თემაზე საუბარს თავს არიდებდა. რამდენიმე დღის წინ, ბელუჩიმ, ჟურნალ "Paris Match"-ს, განქორწინების შემდეგ, პირველად მისცა ინტერვიუ. საუბარში გაირკვა, რომ  მან  ვინსენთან დაშორება, საკმაოდ მძიმედ გადაიტანა.

 "მე, სწორი არჩევანი გავაკეთე, ჩვენ შეიძლება დიდხანს ვიცხოვროთ ადამიანთან, მაგამ უცებ მივხვდეთ, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება აღარ შეიძლება - ყველამ თავის გზა უნდა აირჩიოს. განქორწინება, ჩემთვის უაღრესად მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი პროცესი იყო" - ამბობს მსახიობი.

მონიკა, აქვე დასძენს, რომ ადრე, როცა საკუთარ სილამაზეს აცნობიერებდა, თავს უფრო დაცულად გრძნობდა:

"როცა ახალგაზრდა ვიყავი, უფრო ვგრძნობდი ჩემს სილამაზეს. საზოგადოებაში, ყოველთვის ლამაზ და ცნობილ ადამიანებთან ერთად ვჩნდებოდი. დღეს, კი, ვფიქრობ, რომ  მამაკაცი, ნაოჭებით  უფრო საინტერესოა. კვალი, რომელიც წარსულმა დრომ, საკუთარ სახეზე და სხეულზე დაგიტოვა, საშუალებას გვაძლევს, მთავარი არ გამოგვრჩეს -  უფრო კარგად დავინახოთ ერთმანეთი და ღრმად ჩავწვდეთ ადამიანის სულში.    

მონიკამ აღნიშნა, რომ, კასელთან 20 წლიანი განშორების შემდეგ, პირადი ცხოვრების თავიდან დაწყება, მისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მაგრამ ამბობს, რომ ის, ისევ შეყვარებულია:

"მინდა გითხრათ, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს მამაკაცი, მაგრამ, მისი ვინაობის დასახელება, გარკვეული მიზეზების გამო, ამ ეტაპზე, არ შემიძლია. ჩემი პირადი ცხოვრების, ახალი ერა იწყება" 

 ბელუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში დიდი ცვლილებებია, რომ ის ახლო მომავალში, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას აპირებს.

"2013 წელს, როცა კასელს დავშორდი, ის ბრაზილიაში დარჩა. მე პარიზში ცხოვრება ავირჩიე. გასულ წელს, ლისაბონსი შევიძინე სახლი, სადაც, სუვილი მაქვს, საცხოვრებლად გადავიდე. ვიცი, რომ ჩემი შვილები კმაყოფილები დარჩებიან, რადგან ლისაბონსი უფრო წყნარი და გაწონასწორებული ცხოვრების ტემპია, ვიდრე, საფრანგეთის დედაქალაქში" - ამბობს მონიკა ბელუჩი ინტერვიუში.

 შეგახსენებთ, რომ მონიკა ბელუჩიმ და ვინსენ კასელმა, ერთმანეთი, 1997 წელს, ფილმის გადაღების დროს გაიცნეს. და სამი წლის შემდეგ იქორწინეს. 

2004 წელს, მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც დევა დაარქვეს, 2010 წელს კი ვაჟი - ლეონი.

2013 წელს, წყვილმა, "ერთმანეთთან შეთანხმებით", განცხადება გააკეთა განქორწინების შესახებ. 

ავტორი: რუსა ღვანიძე