მდინარე გუჯარულაში საწვავ-საპოხი მასალების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს - გარემოს დაცვის სამინისტრო

13:13 08-27-2017
103

მდინარე გუჯარულაში საწვავ-საპოხი მასალების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ბორჯომის  ხეობაში, სოფელ დაბაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ ხელოვნული ავზიდან წყლის აღების დროს ვეტმფრენის ავარული  დაშვების ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები იმყოფებიან,  შეაფასებენ არსებულ ვითარებას, აიღებენ წყლის სინჯებს.

ამ ეტაპზე მყისიერად მოხდა  ხელოვნური გუბურას ლოკალიზება და მდინარეში საწვავ-საპოხი მასალების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ავტორი: