საქართველოს შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, წუხელ ყველაზე ძლიერი ქარი დაფიქსირდა ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა არც ერთი კერა არ გაღვივებულა, რაც იმედს იძლევა, რომ ხანძარი თავს აღარ იჩენს. მინისტრის თქმით, ცოცხალი ძალა სხვადასხვა ლოკაციაზეა განაწილებული და 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს.
"მიუხედავად იმისა, რომ წუხელ ყველაზე ძლიერი ქარი იყო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, არსად, არც ერთი კერა არ გაღვივებულა, რაც გვაძლევს იმედს, რომ მომავალშიც ასეთი რამ თავს არ იჩენს",-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.