შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში 600-700 კაცამდე რჩება, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას და ახორციელებენ მონიტორინგს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მინისტრმა სტიქიის ზონაში განუცხადა.
,,ჩვენ პრაქტიკულად გავანახევრეთ ის ცოცხალი ძალა, რაც ზონაში გვყავდა. დილით უკვე დატოვეს ტერიტორია ჩვენმა სტუმრებმა, ჩვენმა კოლეგებმა. მათ დიდ მადლობას ვუხდი დახმარებისთვის. 600-700 კაცამდე ვრჩებით რეგიონში",-აცხადებს მღებრიშვილი