გიორგი მღებრიშვილი: ტორფი იწვის, არის დაკვამლიანება, საგანგაშო არაფერი არ არის

15:11 08-28-2017
119

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ინფორმაციაზე,  რომლის მიხედვითაც, ბორჯომში ცეცხლის ახალი კერები  გაჩნდა, განმარტებას აკეთებს. 

 გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ ბორჯომის ხეობაში ღია ცეცხლის კერები არ არის. 

"მინდა, სიცხადე შევიტანო ამ საკითხებში. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს ობიექტური ინფორმაცია. ჩვენ ზონაში ვრჩებით, რათა ნიადაგი დავამუშაოთ, ნიადაგი არის ტორფინი, არის ნახანძრალი. ცოცხალი ძალა ზონაში რჩება, თუკი სადმე დაკვამლიანებას შევნიშნავთ დავამუშაოთ. ღია ცეცხლი კერა არ გვაქვს. საფრთხე იმისა, რომ სადმე ღია კერა გაჩნდეს, არ არსებობს, რადგან მთელ ტყეში ყველაზე სარისკო ადგილებში იმყოფება ჩვენი ცოცხალი ძალაში, ასე რომ პანიკის საფუძველი არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ სწორედ იმიტომ ვრჩებით, რომ დავამუშაოთ. ტორფი იწვის, არის დაკვამლიანება, საგანგაშო არაფერი არ არის", - განაცხადა მღებრიშვილმა. 

მისივე თქმით, მიუდგომელი ადგილები პრაქტიკულად არ არსებობს, ყველა ადგილზე ცოცხალი ძალა მუშაობს. 

"არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ჩვენ ფეხით ვერ მივდიოდეთ. საფრთხე იმისა, რომ ღია ცეცხლი იყოს და მისი ლოკალიზება, ან ლიკვიდაცია ვერ მოვახდინოთ, არ არის. იწვის ტორფი, არის დაკვამლიანება", - აღნიშნა მინისტრმა. 

.