„მიშა თუმანიშვილმა ქეთის დაუტოვა თეატრი... ეს ახალი ვინაა, რა გაუკეთებია...“ - გურანდა გაბუნია - exclusive

12:30 08-30-2017
1848

თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ შესაძლოა თაეტრი დატოვოს. თეატრის დასი მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა სამხატვრო ხელძღვანელის მხარეს დგას. განსხვავებული პოზიცია აქვს რამაზ იოსელიანს, ნინელი ჭანკოტაძეს. 

საინტერესოა სხვა თეატრიდან დანახული ერთი თეატრის პრობლემა. ჩვენ გურანდა გაბუნიას დავუკავშირდით.

- ძალიან სამწუხაროა რაც ქეთის წინააღმდეგ ხდება... ბევრი სიკეთე გაუკეთებია სხვადასხვა თეატრისთვის. ჩვენი, მარჯანიშვილის თეატრი წაუყვანია გასტროლებზე: გლაზგოში, ედიმ ბურგში, ჩეხოსლოვაკიაში. ყოველთვის გვერდში გვედგა. ჩვენთან დგამდა სპექტაკლებს. ჩვენს ცხოვრებაში სიხარულის მეტი არაფერი მოუტანია. მიშა თუმანიშვილმა მაგას დაუტოვა თეატრი როცა მიდიოდა, მისი მოწაფე იყო და სიცოცხლე მიუძღვნა თავის პედაგოგს ქეთიმ. 

- თუ იცნობთ გიორგი სიხარულიძეს, რომელიც ქეთი დოლიძის ადგილზე განიხილება...

- ვინ არის საერთოდ არ ვიცი, მისი არაფერი მაქვს ნანახი... ასე ერთი ხელის მოსმით გააგდო ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე ჩადო თეატრებში, ჩემთვის გაუგებარია...

- ქალბატონი ქეთი ამბობს, რომ კულტურის მინისტრი მიზანმიმართულად ებრძვის...

- ეგენი მე არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ვიღაც მტერი ჰყავს ქეთის, რომელიც აგდებს თეატრიდან. 

- კულტურის სამინისტრო ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია, რომ სამხატვრო ხელმძღვანელებს 4 წელიწადში ერთხელ ვადა გასდით და ხელახალი კონკურსი ცხადდება... 

- კულტურის სამინისტროსთან არ მილაპარაკია, არავისთან არ მივსულვარ. არ ვთვლი თავს კომპეტენტურად, რომ მივიდე და ვინმეს ველაპარაკო. თავად უნდა იცოდნენ ვინ ვინ არის.

- როგორ გგონიათ, რას გამოიწვევს ქალბატონი ქეთის წასვლა თეატრიდან?

- ეს არ არის კარგი. საშინელებაა, ნებისმიერი თეატრიდან სამხატვრო ხელმძღვანელის წასვლა. ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გააკეთოს სხვამ იქ სადაც გარკვეული არ არის, სადაც გუნდი არ ჰყავს. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუმანიშვილის გაზრდილია ეს ქალი. ძველებიდან აღარავინ დარჩა. 

- თქვენ იცნობთ, რომელიმე მსახიობს თუმანიშვილის თეატრში, ვინც ქალბატონი ქეთის წინააღმდეგია?

- არა, ასეთს მე არ ვიცნობ.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი