პრემიერმა ბორჯომის ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე პირების პრემირების საკითხი მთავრობის სხდომაზე დააყენა

10:44 08-31-2017
136

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის მაშველები, ვინც ბორჯომის ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ, აუცილებლად უნდა წახალისდნენ. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და ფინანსთა მინისტრს შესაბამისი საკითხის მოგვარება დაავალა. 

"ბორჯომის ხეობაში, წაღვერის მახლობლად სტიქიის დაძლევის საკითხს, საკმაოდ მასშტაბური ხანძარი ჩაქრა ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევით. ეს იყო ერთობლივი ძალისხმევა, ძალიან კოორდინირებული მუშაობა ბევრი სახელმწიფო და კერძო უწყების. მინდა ყველა ადამიანს, ვინც იქ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძოდა მართლაც გამძინვარებულ სტიქიას, მასშტაბი ახლა ფასდება და საკმაოდ დიდი იყონ მასშტაბი, ეს იყო 3 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც ჩაქრობაში მონაწილეობდა. ეს იყო ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელბი, პოლიციელები, ჯარისკაცები, ექიმები, ასევე ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ჩვენი მოსახლეობის ნაწილი და კერძო სექტორის წარმომადგენლები რომლებმაც ძლაიან დიდი დახმარება გაგვიწიეს ტექნიკით. ერთობლივი ძალისხმევით შევძელით,რ ომ პირველ რიგში ადამიანების სიცოცხლე და ქონება გადაგვერჩინა და ასევე ტყის ძლაიან დიდი მასივი გადავარჩინეთ. ეს რისკი ნამდვილად არსებობდა და ვფიქრობ, ღირსეულად დავძიეთ ეს გამოწვევა.

ასეთი გამოწცვევის დროს შესაბამისი სდასკვნების გამოტანა საჭირო. ფინანსთა მინისტრს მინდა დავავალო, რომ პრემირების სკაითხი უმოკლეს დროში, ვინც იყო ამ სტიქიაში ჩართული, მათ ნამდვილად ეკუთვნით წახალისება და ეს არის ბუნებრივი", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე