პრემიერი თვლის, რომ კრიზისების საბჭოს სტრუქტურა გასაახლებელია

10:54 08-31-2017
130

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გლობალური დათბობის ფონზე, როდესაც მთელი მსოფლო სტიქიებს ებრძვის, მომავალი წლის ბიუჯეტში მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამისი გამოწვევების განახლებული ინფრასტრუქტურით დაძლევა.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიზისების საბჭოც გასაახლებელია, რათა მსგავს სიტუაციებში ადეკვატური იყოს. 

"ჩვენი მომავალი სისტემური ცვლილებები, რომელიც დაგვჭირდება, ასევე ინფრასტრუქტურის განახლება, რომ დღევანდელ დღეს მოგეხსენებათ, გლობალური დათბობის პირობებში, ხედავთ რა სიტუაციაც არის მთელი ევროპის მასშტაბით, არა მარტო ევროპის, არამედ, მსოფლიოს მასტაბით, ნებისმიერი ქვეყანა უნდა იყოს მზად, მსგავსი გამოწვევებისთვის. ვფიქრობ საჭიროა შესაბამისი აღჭურვილობის, მანქანების განახლება, ასევე კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა ასეთ გამოწვევებთან, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს პირველივე დღეებიდან, როდესაც აბასთუმნის ცეცხლი ჩაქრება, მუშაობა ამ საკითხებზე. ვფიქრობ, მომავალი წლის ბიუჯეტშიც და ამ წლისაშიც, თუ იქნება შესაძლებლობა, ამ რესურსის გათვალისწინება და ის სისტემური ცვლილებები იქნება გათვალისწინებული, რომელიც ქვეყანას უფრო მზადყოფნაშ მოიყვანს ასეთი ტიპის გამოწვევებთან. ეს არის აუცილებელი. ვფიქრობთ, ამის ზალა შეგვწევს და აუცილებლად გავაკეთებთ ამას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.  

ავტორი: ლილუ მიროტაძე