აუცილებლად აღვადგენთ იმ ტყეს, რაც განადგურდა, ეს ჩვენი ვალია - გიორგი კვირიკაშვილი

11:00 08-31-2017
91

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში დამწვარი ტყე აუცილებლად აღდგება, რაშიც კარგი იქნება მცირედ წილს მოსახლეობაც თუ შეიტანს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

"ტყის ფართობი ზუსტდება, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 200 ჰა არის დამწვარი ტყე, აუცილებლად მთელი მოსახლეობის ჩართულობით და ვფიქრობ, ეს ღირსეული საქმეა და თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს ჩვენი ულამაზესი ტყის აღდგენის საქმეში. აუცილებლად აღვადგენთ იმ ტყეს, რაც განადგურდა, ეს ჩვენი ვალია", - აღნიშნა პრემიერმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე