სამი ადამიანი დაჭრეს გუშინ გვიან ღამით ოზურგეთში. სერის დასახლებაში კაცმა 38 წლის ყოფილი ცოლი ჯერ სასტიკად სცემა და შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ინფორმაციას პორტალი „მხარე“ ავრცელებს.
დაშავებულები ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ცოლი, ცოლისდა და შვილი დაჭრა.
„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღამის 01:00 საათზე შემოიყვანა დაჭრილი ქალბატონები და ბავშვი, სამივეს გაეწია სამედიცინო დახმარება, ქალები გაწერილი იქნა კლინიკიდან ბავშვი კი ამ წუთებში გაეწერება."- აცხადებენ კლინიკაში.