ინტერპარტიული ჯგუფი მსჯელობს იმასთან დაკავშირებით, რომ გაეგმზავროს სტრასბურგში - პაატა დავითაია

13:53 08-31-2017
101

"ევროპელი დემოკრატების" ლიდერის პაატა დავითაიას თქმით, ხელისუფლებას რატომღაც ეგონა, რომ ოპოზიციური პარტიები სტრასბურგში შეხვედრასთან დაკავშირებით, ულტიმატუმს დააყენებდნენ, თუმცა ინტერპარტიული ჯგუფი დღეს იმ წერილზე მსჯელობს, რომელიც ვენეციის კომისიას უნდა გაუგზავნონ.

ამის შესახებ დავითაიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა და აღნიშნა, რომ თუ ვინემს სეხვედრის ჩაშლა სურს, ეს არის ხელისუფლება და მისი ინტერესების გამტარებელი გარკვეული ჯგუფები.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შედგეს სტრასბურგში შეხვედრა. ჩვენმა პარტნიორებმა ვენეციის კომისიიდან ნათლად დაინახონ, რას ფიქრობს ოპოზიცია. თუ ვინმეს სურს ამ შეხვედრის ჩაშლა, ესაა ხელისუფლება, ასევე გარკვეული ჯგუფების, რომელიც ხელისუფლების თამაშს თამაშობენ. ჩვენ არ ვიცით ხელისუფლების პოზიცია, არ მოგვისმენია არცერთ შეხვედრაზე, რადგან გაგვაჩნია მოწვევა ვენეციის კომისიიდან, ინტერპარტიული ჯგუფი მსჯელობს იმასთან დაკავშირებით, რომ გაეგმზავროს სტრასბურგში", - განაცხადა დავითაიამ.

ოპოზიციის  ოთხი მთავარი მოთხოვნაა:  მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, პროპორციული სისტემის შემოტანა და მანდატების განაწილება სამართლებრივი პრინციპით, ბარიერის შემცირება 5-დან 3 %მდე , საარჩევნო ბლოკების არ აკრძალვა და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის გაუქმება. 
 

ავტორი: ლილუ მიროტაძე