პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების აზრი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ერთიანია.
"ვფიქრობ, რომ ზედმეტი პერსონალური ამბიციები უნდა დავივიწყოთ, ვინ ვის რა უთხრა, თუ გვინდა რომ შედეგზე გავიდეთ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს ერთიანი პოზიცია. ოპოზიციას დღეს აქვს ერთიანი პოზიცია. ამ შეხვედრაზე მსჯელობდით იმ სტრატეგიაზე, რაც უნდა გვ ქონდეს ვენეციის კომისიაში ჩასვლის დროს. ბევრ სტრატეგიულ საკითხზე ვმსჯელობდით. ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავიდეთ ვენეციის კომისიაში და თუ იქაც დესტრუქციული იყო "ქართული ოცნება", ეს ყველაფერი მათ დავანახოთ", - განაცხადა ვაშაძემ
ოპოზიციის ოთხი მთავარი მოთხოვნაა: მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, პროპორციული სისტემის შემოტანა და მანდატების განაწილება სამართლებრივი პრინციპით, ბარიერის შემცირება 5-დან 3 %მდე , საარჩევნო ბლოკების არ აკრძალვა და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის გაუქმება.