თუ ხელისუფლება დაემალება ვენეციის კომისიასაც, ამას მთელი საქართველო დაინახავს - გიორგი ახვლედიანი

14:13 08-31-2017
140

"დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ოპოზიცია ერთიანია ახალ კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ მესამე მოსმენით ამ ცვლილების გარეშეც მიიღოს.

"შედეგი, რომელიც დაგვაკმაყოფილებს, ესაა საარჩევნო სისტემის ცვლილება. ეს არის ამოსავალი წერტილი, რომელზეც წლებია საუბრობს ოპოზიცია და რაზეც ისაუბრებს სტრასბურგში. არასდროს ხელისუფლების ქმედებებში იმედიანად არ ვარ, თუმცა სურვილი მაქვს. თუ ხელისუფლება დაემალება ვენეციის კომისიასაც, ამას მთელი საქართველო დაინახავს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მესამე მოსმენით მიიღონ ეს ერთპარტიული კონსტიტუცია, რაც მძიმე შედეგების მომტანი იქნება", - განაცხადა ახვლედიანმა. 

ოპოზიციის  ოთხი მთავარი მოთხოვნაა:  მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, პროპორციული სისტემის შემოტანა და მანდატების განაწილება სამართლებრივი პრინციპით, ბარიერის შემცირება 5-დან 3 %მდე , საარჩევნო ბლოკების არ აკრძალვა და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის გაუქმება. 
 

ავტორი: ლილუ მიროტაძე