,, ეს იქნება მიხეილ გიორგაძის დასასრულის დასაწყისი", - ასე გამოეხმაურა თუმანიშვილის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე ,,იბერიას" ეთერში მის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
ქეთი დოლიძე მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძესაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნინელი ჭანკვეტაძე კულტურის სამინისტროს არაოფიციალური თანამშრომელია.
,,ნინელი ჭანკვეტაძე, როგორც მივხვდი, კულტურის სამინისტროში არაოფიციალურ სამსახურში აიყვანეს და მე კულტურის სამინისტროს ვუსურვებ, მხოლოდ ასეთი ხალხი ჰყავდეს იქ, სანამ გიორგაძეა მინისტრი", - განაცხადა ქეთი დოლიძემ.