ეკა ჩხეიძე - "ქეთი, ღირსი ხარ!..."

15:07 08-31-2017
2102

მსახიობი ეკა ჩხეიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ქეთი დოლიძის გათავისუფლევას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დოლიძემ ის მიიღო, რაც მოსალოდნელი იყო. 

"არ მაინტერესებს ვინ მართალია და ვინ მტყუანი, არც არავის დამცველად გამოვდგბი, კატეგორიულად არ მინდა ჩავერთო და ბოლომდე გავერკვე იმ ბინძურ ინტრიგებში, რაც თუმანიშვილის თეატრის კედლებში ხდება...ის დრო და უარყოფითი ენერგია, რაც ერთმანეთის ჭამაში დაიხარჯა, საქმეს რომ მოხმარებოდა, უკეთეს შედეგს მივიღებდით სცენაზე...მაგამ ეს სხვა თემაა... მე უბრალოდ ქეთი დოლიძეს მინდა ვუთხრა ერთი რამ ( ეს პირადად მისთვისაც მითქვამს და ამიტომ თავხედურად აქაც საჯაროდ გავიმეორებ) ქეთი, ღირსი ხარ !!! ვეღარ ისწავლე, რომ ადამიანი უმადურია!!", - წერს ჩხეიძე. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე