თუმანიშვილის თეატრის უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მის გათავისუფლებას ეხმაურება.
"თუმანიშვილი ამბობდა, ნებისმიერი თეატრი 15 წელი ცოცხლობს სრულფასოვანი ცხოვრებითო! კიდევ დიდხანს გაცოცხლეთ! ერთი კითხეთ გიორგაძეს, სიხარულიძის რამდენი სპექტაკლი აქვს ნანახი???", - წერს დოლიძე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას დოლიძე მინისტრის მოადგილეს, მანანა ბერიკაშვილს უკავშირებს.
"უნდოდა მანანა ბერკაშვილს თუმანიშვილის თეატრის დაკნინება, დაღუპვა და აი, ასრულებს! ბრავოოოოო! თვითონ ჩემზე კარგად იცის, რასაც უზამს ამ თეატრს მზაკვრულად მოსული სიხარულიძე!!!! იპოვეს იუდა! Иудушка Головлев!!!
საბჭოთა კავშირის ცნობილი ხერხი - ნიჭიერი ხელოვანია, კარგი რეჟისორია, კარგი სამხატვრო პროგრამა აქვს, უბრალოდ საშინელ დღეშია თეატრის მენეჯმენტი, მართვის ტექნოლოგია და ა.შ. რა კირილ სერებრიანიკოვი, რის პუტინის დაწვა სცენაზე და რუსეთის პანაშვიდი?!! ჩვენთან ამას გემოვნებიანი მუსიკის ბექგრაუნდში აკეთებენ!
გული მწყდება, რომ ამდენი მტერი ყოლია ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს!!!!!", - წერს დოლიძე.