ქეთი დოლიძე მანანა ბერიკაშვილს: რა დამიწუნეთ? თქვენ მილიონებს ატრიალებთ და მე გროშებს მითვლით

18:39 08-31-2017
363

თუმანიშვილის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის ქეთი დოლიძის განცხადებით, მისთის გაუგებარია ,,თუ რატომ ატყდა ეს კამპანია მის წინააღმდეგ". რეჟისორის თქმით, ეს მინისტრის მხრიდან. პიროვნული ანგარიშსწორებაა. რეჟისორისთვის მანანა  ბერიკაშვილის განცხადებებიც გაუგებარია და  მზარ არის სასამართლოს წინაშე წარსდგეს. 

,,ჩემთვის გაუგებარია, რატომ ატყდა ეს კამპანია ჩემს წინააღმდეგ.  ბევრს ნუ ლაპარაკობს ბატონი მინისტრი, როცა ამბობს, რომ ეს არ არის პიროვნული დაპირისპირება. ზუსტად პიროვნულია და ზუსტად არის ანგარიშსწორება მისი მხრიდან, ასევე მანანა ბერიკაშვილის მხრიდან, რომელთანაც ჩავასკდი გურჯაანში, კინაღამ რომ მოკლეს 2012 წელს. იმის ნაცვლად, რომ მანანა ბერიკაშვილს ეთქვა, ეს კონფლიქტი ასე არ უნდა იყოსო, პირიქით აცხადებს, რომ თეატრში არ მივდივარ და ა.შ. თქვენი თანამდებობა ქალბატონო მანანა მუდმივია? რა დამიწუნეთ? სპექტაკლები არა, ხელმძღვანელობა ეს ხომ ტყუილია, საცოდაობაა. ნებისმიერ სასამართლოში წამოგყვებით, ოღონდ იქ, იმ სასამართლოში მორალურ და ჩვეულებრივ სასამართლოში მიპასუხებთ იმაზე, რაც თქვენ დაგიფარეს, გიშველეს, მთელი ”ისტერნ პრომოუშენის ამბებს”, თქვენ მილიონებს ატრიალებთ და მე გროშებს მითვლით, როდესაც გთხოვთ თეატრს დაეხმაროთ", -  განაცხადა ქეთი დოლიძემ ,,იბერიას" ეთერში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ქეთი დოლიძის გათავისუფლების ბრძანებას ხელი ოფიციალურად მოაწერა.  ქეთი დოლიძის ადგილს თუმანიშვილის თეატრში ქუთაისის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე დაიკავებს. ქეთი დოლიძე მის გათავისუფლებას მინისტრთან დაპირისპირებით ხსნის და აცხადებს, რომ ეს მინისტრის მხრიდან მისი მისამართით ანგარიშსწორებაა.