უმრავლესობა თავიდანვე ფარსს ახორციელებდა, თითქოს დიალოგისთვის იყო მზად - გიორგი ტუღუში

13:12 09-01-2017
83

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი ტუღუში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც უმრავლესობამ სტრასბურგში ვენეციის კომისიასთან შეხვედრაზე უარი თქვა და კონსტიტუციის პროექტის საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით მიღების შესახებ განაცხადა.

"უმრავლესობა თავიდანვე ფარსს ახორციელებდა, თითქოს დიალოგისთვის იყო მზად და დათმობებზე გეგმავდა წასვლას. სამწუხაროდ, თავიდანვე ცხადი იყო, რომ პროცესი ჩიხში იყო შესული. მიუხედავად ვენეციის კომისიის დიდი მონდომებისა, კონსენსუსი ვერ მოხერხდა. საარჩევნო სისტემა იყო ძირეული საკითხი, რაც იგივე რჩება. საზოგადოებაც და ვენეციის კომისიაც არის მოტყუებული ამ პროცესით",- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციური კანონი არ შეიცავს არცერთ ნორმას, რომელიც აუმჯობესებს მმართველი პარტიის სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს. "ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებები გამორიცხავს საქართველოში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას გრძელვადიან პერსპექტივაში", - წერია განცხადებაში.

ავტორი: ლილუ მიროტაძე