"ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ ატყუებს ქართულ საზოგადოებას, საერთაშორისო თანამეგობრობას - ზაზა ბიბილაშვილი

13:15 09-01-2017
106

"ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც "ქართულმა ოცნებამ" სტრასბურგში ვენეციის კომისიასთან შეხვედრაზე უარი თქვა და კონსტიტუციის პროექტის საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით მიღების შესახებ განაცხადა.

ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, მმართველმა პარტიამ მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას აპირებდნენ.

"ეს კონსტიტუცია დემოკრატიული განვითარების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს კონსტიტუცია დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლების შეცვლას შეუძლებელს გახდის. "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ ატყუებს ქართულ საზოგადოებას, საერთაშორისო თანამეგობრობას. ნათელია, რომ ის პროექტი, რაც ოცნებამ ვენეციის კომისიას წარუდგინა განსხვავებული იყო იმ პროექტისგან, რის დამტკიცებასაც ახლა გეგმავენ", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე