კახეთში შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, გუბერნიის, ეროვნული სატყეო სააგენტოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შემადგენლობით საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელიც 24 საათის განმავლობაში კოორდინაციას გაუწევს ხანძრების ლოკალიზებას.
შტაბმა პირველი სხდომა უკვე გამართა. შესაბამისი სამსახურები მუშაობას ხანძრების სლიკვიდაციამდე გააგრძელებენ.
საგანგებო შტაბს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობს.