ადვოკატი გიორგი ფანცულაია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს ურჩევს, მსაჯების დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე საკითხი UEFA-ში დააყენოს.
ამის შესახებ ფანცულაიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.
"კობი, ჩემო საყვარელო ფეხბურთელო, პარლამენტარობას შეეშვი და როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა უეფაში დააყენე საკითხი მსაჯების დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე! მერამდენედ უნდა დაგვჩაგროს მსაჯება?! თუ ისე როგორც ყველა ქართველი, შენც აქ საქართველოში ჩვენს დაბეჩავებულ ხალხთან ხარ მაგარი და უცხოეთში ხმას ვერ იღებ?!... იმედს ვიტოვებ არა!", - წერს ფანცულაია.