ნინო ჩხობაძე: ,, ბორჯომის ხეობაში დიდი მეწყრის ჩამოწოლის საფრთხეა"

11:38 09-04-2017
103

ექსპერტ ნინო ჩხობაძის პროგნოზით, ბორჯომის ხეობაში ნახანძრალ ტერიტორიაზე ეროზიული პროცესების გაღრმავების საფრთხე არსებობს. ამის შესახებ ექსპერტმა ,,პრაიმტაიმთან" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

ნინო ჩხობაძის თქმით, მეწყერისა და ღვარცობის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფომ პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატაროს. 

,,შემოდგომით ეროზიული პროცესების გაღრმავების ძალიან დიდი საფრთხე იქნება. მეწყრებისა და ღვარცოფების წარმოქმნის ძალიან დიდი საფრთხეა. ტერიტორია საკმაოდ დახრილია და ასეთი პროცესების საფრთხე ძალიან დიდია. ყველა ადგილის პოტენციალი შეფასებული უნდა იყოს და კონკრეტული ღონისძიებები უნდა გატარდეს, თორემ არის საფრთხე, რომ დიდი მეწყერი ჩამოწვება", - აცხადებს ნინო ჩხობაძე. 

შეგახსენებთ, რომ წინასწარი ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 200 ჰექტარი ფართობის ტყის მასივი განადგურდა.