ჯანი ბუკიკიო საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩაშლილ შეხვედრაზე Twitter-ზე წერს

18:01 09-04-2017
106

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებების ჩაშლას სოციალურ ქსელში, Twitter-ზე ეხმაურება. ჯანი ბუკიკიო სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს კონსესუსის მიღწევა შესწორებული კონსტიტუციის პროექტზე.

ოფიციალური განცხადება ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა სამი დღის წინაც გააკეთა და უმრავლესობას დოკუმენტის საბოლოო დამტკიცებამდე ოპოზიციასთან დიალოგის გზით ცვლილებების შეტაკნისკენ მოუწოდა. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე