ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება. როგორც მამალაძე აცხადებს, ჩანაწერები ახალი არ არის და ის სასამართლომ უკვე გამოიკვლია.
"არანაირი ახალი ჩანაწერი ეს არ არის... ეს ჩანაწერი სასამართლოში უკვე გამოკვლეულია!! საზოგადოება უფრო მეტს გაიგებს თუ ადვოკატები გაბედავენ და სრულ ჩანაწერს დადებენ", - წერს მამალაძე.
შეგახსენებთ, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "ეს ის ვიდეომასალაა, რომლის დამონტაჟებული ვერსიაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა, სინამდვილეში ეს ჩანაწერები ბევრად უფრო დიდი ინფორმაციის მატარებელია".