დღევანდელი სასამართლო და პროცესში მონაწილე პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი - მეუფე პეტრე

12:40 09-05-2017
252

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დღევანდელი სასამართლო და სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა უსამართლო ფარისევლური განაჩენი - ასე აფასებს მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.

მისი შეფასებით, მოსამართლემ მის შთამომავლობას და მთელ სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი, რომელიც მიუტევებელი და მძიმე ცოდვაა.

"მათ დაავიწყდათ, რომ ბოლო სიტყვას უფალი ამბობს ჩვენს ცხოვრებაში და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მსაჯული არის ქრისტე ღმერთი",- აცხადებს მეუფე პეტრე.

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე ბიესიკ ბუგიანიშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად ედება საპატრიარქოს მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა.

მოსამართლემ ანგარების მოტივით  განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლი გადააკვალიფიცირა. კერძდ, კი მოხსნა დამამძიმებელი გარემოება  - ანგარების მოტივი.

ავტორი: