ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

12:45 09-05-2017
103

ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას ბრალდებულის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ამის შესახებ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, განაჩენი არის ალოგიკური და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან.

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე ბიესიკ ბუგიანიშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად ედება საპატრიარქოს მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა.

მოსამართლემ ანგარების მოტივით  განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლი გადააკვალიფიცირა. კერძდ, კი მოხსნა დამამძიმებელი გარემოება  - ანგარების მოტივი.