ჩემი გადმოსახედიდან ძალიან ცინიკურია ეს გადაწყვეტილება - ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის პირველი შეფასება

13:35 09-05-2017
411

ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ სასმართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რაზეც ის საუბრობდა, რაზეც ეჭვი ჰქონდა და რის გამოც მიმართა პროკურატურას.

"როგორ შეიძლებოდა არ დამდგარიყო გამამტყუნებელი განაჩენი, როცა პროკურატურას ჰყავდა 109 მოწმე და ადვოკატებს - ერთ, ისიც დისკერედიტირებული ფირცხალავა. ხომ აქვს რაღაცას საზღვარი. რამიშვილი იძახდა, მე მოწმის გარეშეც მოვიგებ პროცესსო. უფრო მეტი უნდა ემუშავათ,  უფრო მეტი უნდა ჩაეხედათ ტავის დროზე წიგნში და მეტად, ექნებოდათ საშუალება თავიანთი "სიმართლე" დაემტკიცებინათ სასამართლოში, მაგრამ აქ სხვა განაჩენს ვერ დაადგენდა სასამართლო",- აცხადებს საქმის მთავარი მოწმე.

თუმცა ირაკლი მამალაძე "პრაიმტაიმთან" საუბარში იმასაც ამბობს, რომ ცოტა დაბნეულია იმ გარემოებით, რომ ნარკოტიკის შეძენა შენახვისათვის ლევან როსტოშვილს იგივე როსტოს 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო სხვისი მკვლელობის მიზნით ციანიდის შეძენისთვის კი გიორგი მამალაძეს 9 წელი.

"ფაქტია ძალიან ცინიკური, როცა ადამიანს ნარკოტიკი საკუთარი მოხმარებისთვის უნდა, უსჯიან 8 წელს და როდესაც ციანიდი მიაქვს სხვის მოსაკლავად უსჯიან 9 წელს. ეს რამდენად ადეკვატურია, ამაზე იურისტებმა უნდა იმსჯელონ, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ძალიან ცინიკურია ეს გადაწყვეტილება",- აცხადებს ირაკლი მამალაძე.

ავტორი: