ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორების თქმით, მუხლის გადაკვალიფიცირების გასაჩივრებას გეგმავენ. მათი თქმით, წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ სსკ-ის 18-109 მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას, დეკანოზი მამალაძე დამნაშავე იყო. კანონით დადგენილ ვადებში ისინი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ წარდგენილი - სსკ-ის 18-109 მუხლი 18-108 მუხლით გადააკვალიფიცირა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს განზრახ მკვლელობის მომზადებაში დაედო ბრალი. ამასთან, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2-წლიანი პატიმრობა იარაღის ნაწილშიც მიესაჯა.
განაჩენის გამოცხადებას თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე არ დასწრებია.